მთავრობა ავტოპარკს აახლებს - ოპოზიცია ბიუჯეტის არარაციონალურ ხარჯვაზე მიუთითებს
საქართველოს მთავრობა ავტოპარკის განახლებას კიდევ ერთხელ იწყებს. ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება 25 ახალი, I კლასის ავტომობილზე, რომელთა ფერი შავი არ უნდა იყოს - ეს მოთხოვნა სატენდერო დოკუმენტშია მითითებული.
კორუფციის მკვლევარები ტენდერს „გამარჯვებულზე მორგებულად“ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ კონკრეტული ტექნიკური პარამეტრების მითითებამ შეიძლება კონკურენცია გააღარიბოს და მხოლოდ წინასწარ შერჩეულ ავტოდილერს მისცეს გამარჯვების შანსი. ექსპერტების შეფასებით, ასეთი პრაქტიკა ხელს უწყობს კორუფციულ რისკებს, რასაც ხელისუფლება მხოლოდ სიტყვიერად ებრძვის.
ოპოზიციის თქმით, მაშინ, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზეა, ხელისუფლება პრიორიტეტად საკუთარ კომფორტს აყენებს და მოქალაქეთა ბიუჯეტს ხარჯავს ძვირადღირებული ავტომობილებისთვის. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მთავრობას ქვეყნის საჭიროებების შეფასება უჭირს და საზოგადოების ხმა კვლავ ვერ ესმის.
ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში.