დაპირისპირება მწვავდება - დაიბარებენ თუ არა ამჯერად საპატრიარქოში მამა შიოს?

16.11.25 20:11
დაპირისპირება მწვავდება - დაიბარებენ თუ არა ამჯერად საპატრიარქოში მამა შიოს?

დაიბარებენ თუ არა საპატრიარქოში მამა დორეთესა და მამა ილიას შემდეგ  მამა შიო კვარაცხელიასაც? სასულიერო პირმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მკვეთრი კრიტიკოსია და ხშირად მონაწილეობს აქციებში, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა გააკრიტიკა და რუსეთთან კავშირებში ამხილა.

გალდავამ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის შემდეგ, საპასუხოდ მასსა და აქციებში ჩართულ სხვა მღვდლებს „ლეკვები“ და „ცხვირმოუხოცავები“ უწოდა, მამა დორეთე კი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანად მოიხსენია. დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა იმ ფონზე, როცა საპატრიარქოს გავლენიანი ჯგუფი დღემდე ვერ ეგუება მოსაყდრე შიოს "ეგზარქოსად" მოხსენიებას.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები