კაცი, რომელიც საფლავებს უკანონოდ ასხვისებდა, მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა - რა თქვა პროცესზე შალვა რევიშვილმა

16.11.25 20:28
კაცი, რომელიც საფლავებს უკანონოდ ასხვისებდა, მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა - რა თქვა პროცესზე შალვა რევიშვილმა

დიდი აფიორის შემქმნელი და საფლავების უკანონოდ გამსხვისებელი კაცი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. შალვა რევიშვილმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დანაშაულიც აღიარა და პატიებაც ითხოვა. მოსამართლე ლელა კალიჩენკოს მან დაუდასტურა პროკურატურის ვერსია, რომ ყალბი დოკუმენტები მოამზადა და თაღლითური გზით გაასხვისა საფლავები.

ვაღიარებ ჩადენილ დანაშაულს და ვნანობ გულწრფელად, სხვა რა უნდა ვთქვა არ ვიცი. ვინანიებ. ჩემი სახლი იპოთეკითაა დატვირთული, პენსიონერ მამასთან ერთად ვცხოვრობ. გულწრფელად ვინანიებ, - თქვა რევიშვილმა პროცესზე. 

სუს-ის ინფორმაციით, თბილისის მერიის თანამშრომელი, შპს „ჰერმესის“ ზედამხედველი,  ფარულად ყიდდა თავისუფალ საფლავებს. მან კონკრეტულ მოქალაქეზე, ფულის სანაცვლოდ, სამადგილიანი საფლავის დოკუმენტი ისე გასცა, თითქოს იქ მოქალაქის გარდაცვლილი ბაბუა იყო დაკრძალული. დაკავებული დამატებით დაჰპირდა, რომ ცარიელ საფლავზე ბაბუის სახელსაც მიაწერდა.

ბრალდებულს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები