პენსიის მატება თუ რიცხვებით მანიპულაცია?
შემდეგი წლის ბიუჯეტით პენსია 20 ლარით იზრდება, თუმცა ფასების საერთო ზრდის ფონზე ეს ცვლილება პენსიონერების მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად არ აისახება. საქართველოში ყოველდღიურად მატულობს როგორც საკვების, ასევე მედიკამენტების ღირებულება, რაც პენსიის მყიდველობით უნარს ამცირებს.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია 20 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ზემოთ - 45 ლარით. პარალელურად, 2026 წლიდან მაღალი თანამდებობის პირების ანაზღაურება იზრდება: პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 1400 ლარით მოიმატებს, მინისტრების – 1190 ლარით, ხოლო რიგითი მოსამართლეების – 1000 ლარით.
ამ დეტალების ფონზე, საზოგადოების ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, როგორ შეძლებენ პენსიონერები თვიდან თვემდე ცხოვრების უზრუნველყოფას, როდესაც პენსიის ზრდა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მაღალი თანამდებობის პირების ხელფასების მატება.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.