მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
მარნეულში ავტოავარია ტრაგედიით დასრულდა. შემთხვევა მარნეული-ბოლნისის გზაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
ირკვევა, რომ ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიცია არკვევს, რამ გამოიწვია ავტოავარია.