პროტესტის 354 -ე დღე რუსთაველზე - აქციის მონაწილეები მსვლელობას დღესაც გამართავენ

16.11.25 20:51
 პროტესტის 354 -ე დღე რუსთაველზე - აქციის მონაწილეები მსვლელობას დღესაც გამართავენ

უწყვეტი პროტესტის 354 -ე თბილისში - რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები დღესაც იკრიბებიან. წინა დღეების მსგავსად, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

უკვე რამდენიმე დღეა პროტესტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას გასცდა და მოძრავი გახდა. რა მიმართულებით გაიმართება მსვლელობა დღეს, ჯერჯერობით უცნობია.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ გაიმარჯვებენ.

ეს ცოტა ხნიანი დაჭერები და რაღაცეები, საერთოდ პრობლემა არ არის, ყელა გადაიტანს, მაგრამ ის, რომ ვიღაცეები 2 წელი სხედან, 4 და 7, აი, ეგაა ტრაგედია. ერთს ვფიქრობდი, რომ იმ აქციებზე, სადაც ეს ხალხი დაიჭირეს და რის გამოც ხალხი დაიჭიროს, მინიმუმ, 50 ათასი კაცი მაინც იყოს მონაწილე და თხოვნაა, რომ მათი სოლიდარობისთვის ხალხი გამოვიდეს, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

რა ხდება რუსთაველზე ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.