ადმინისტრაციული პატიმრობა თუ ჯარიმა - საქალაქოში აქტივისტ თამარ გიორგაძის პროცესი იმართება

17.11.25 12:09
ადმინისტრაციული პატიმრობა თუ ჯარიმა - საქალაქოში აქტივისტ თამარ გიორგაძის პროცესი იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერი აქტივისტის, თამარ გიორგაძის პროცესი იმართება. სხდომაზე გელაძის უწყებამ უნდა წარადგინოს მტკიცებულება, თუ როგორ დაარღვია სამოქალაქო აქტივისტმა კანონი რუსთაველზე დგომით. 

ძალოვანი უწყება ირწმუნება, რომ ქალი მომიტინგე გზას კეტავდა, მაგრამ ამას მხოლოდ სიტყვებით ამტკიცებენ, ფაქტის ასმახველი კადრები კი არ აქვთ.

დღეს მოსამართლე ნინო ენუქიძემ უნდა თქვას, გაუშვებენ გიორგაძეს პატიმრობაში თუ ფულად სანქციას დააკისრებენ.

თავად გიორგაძე არ უარყოფს, რომ რუსთაველის გამზირს კეტავდა, თუმცა კონკრეტულად 22 რიცხვში, როცა გადაკეტვას ედავებიან, ის ტროტუარზე იდგა, რადგან აქციაზე მისვლა დააგვიანა. 

მისივე თქმით, "ოცნების" ხელისუფლება ააქტივისტების დაშინებას ცდილობს, თუმცა ეს სადამსჯელო მექანიზმი, რეალურად, არ მუშაობს. 

დღეს არის მესამე პროცესი, სადაც ველოდებით ვიდეომტკიცებულებებს, რომლითაც დადასტურდება, რომ ვკეტავდი რუსთაველის პროსპექტს. ასეთი ვიდეომტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს, იმიტომ, რომ კი, მანამდეც გადავდიოდი და 22 რიცხვის შემდეგაც გადავდიოდი, ის მტკიცებულებები შეიძლება, მოიძიონ, მაგრამ 22 რიცხვის ბუნებაში არ არსებობს, იმიტომ, რომ დავაგვიანე და ვერ მოვასწარი მისვლა და გადასვლა ქუჩაზე. რას გაიგებ, რას უნდა ელოდო, შეიძლება 5 დღეც მომცეს, შეიძლება 1 დღე, რომელიც საპატიმროში გავატარე. რასაც ვაკეთებდი და როგორც ვაკეთებდი, ანალოგიურს გავაგრძელებ, არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. ასევე, როგორც ვუყურებ, სხვა პატიმრები, იგივეს ფიქრობენ და იგივეს აკეთებენ. არ იმუშავა ამ სადამსჯელო მექანიზმმა, - ამბობს გიორგაძე. 

 

მსგავსი სიახლეები