ანასტასია ჯაფარიძე მოსამართლემ 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

17.11.25 13:34
ანასტასია ჯაფარიძე მოსამართლემ 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ აქტივისტი ანასტასია ჯაფარიძე 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა. ეს ახალგაზრდა ქალისთვის რიგით მეორე პატიმრობაა. ის გზის გადაკეტვის ბრალდებით იზოლატორში 10 დღით უკვე იმყოფებოდა. 

ანასტასია ჯაფარიძეს ამერადაც გზის გადაკეტვას ედავებიან, თუმცა მისი ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ დევს.

დღეს ანასტასია ჯაფარიძის მეორე პროცესი გაიმართა, სადაც მას 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. 3 ნოემბერს შსს-მ იცოდა, რომ 1 ნოემბერს ანასტასიას ედავებოდნენ სამართალდარღვევის ფაქტს, თუმცა ეს საქმეები არ გააერთიანა და შემოიტანა ცალ-ცალკე იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს და მეტხანს გაეგრძელებინა ანასტასია ჯაფარიძის ადმინისტრაციული პატიმრობა.

წარმოადინე ვიდეომასალა, რომელიც დავათვალიერეთ და ვნახეთ, რომ არ იკვეთება და აშკარად არ ჩანს, რომ ეს არის ანასტასია ჯაფარიძე, - ამბობს ინტერესების დამცველი ჯემალ ჭკადუა. 

მსგავსი სიახლეები