თამარ გიორგაძის პროცესი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო - შსს-მ მტკიცებულებები ვერც ამჯერად წარადგინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერც მესამე შანსი გამოიყენა. მოსამართლე ნინო ენუქიძეს გელაძის უწყების თანამშრომლებმა ვერ წარუდგინეს ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ თამარ გიორგაძემ რუსთველზე გზა გადაკეტა.
აქტივისტი ამბობს, რომ პროცესზე მბრალდებლებს მოსამართლის მიერ დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხების გაცემაც უჭირდათ, შესაბამისად, ნინო ენუქიძე იძლებული გახდა, პროცესი განუსაზღვრელი ვადით გადაედო.
წარმოადგინეს ჩემი დაკავების კადრები, სადაც მოსამართლემ კარგად დაინახა, რომ ტროტუარიდან ამიყვანეს. შსს ამტკიცებდა, რომ დაკავებამდე მე გადასული ვიყავი მანქანის სამოძრაო გზაზე და ამის ვიდეოს სთხოვდა მოსამართლე, რაზეც უთხრა მრაბდელებმა, რომ არ აქვთ ეს აღნიშნული მასალა. მოსამართლის დასმულ კითხვებს ვერ უპასუხეს, ვერც დაკონკრეტებაზე, ვერც ზოგადზე. მოსამართლემ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ განუსაზღვრელი ვადით გადადო პროცესი, - ამბობს თამარ გიორგაძე.