ნინო დოლიძე: საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის ვალდებულების გაუქმება არის უკიდურესად უკან გადადგმული ნაბიჯი

17.11.25 14:51
ნინო დოლიძე:  საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის ვალდებულების გაუქმება არის უკიდურესად უკან გადადგმული ნაბიჯი

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე “ოცნების“ ახალ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ, “უკან გადადგმულ ნაბიჯად“ აფასებს.

მისივე თქმით, ამ ნაბიჯით “ქართული ოცნება”, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ფაქტობრივად, საერთოდ რიყავს საკუთარ მოქალაქეებს.

“საქართველოს საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნების გახსნის ვალდებულების გაუქმება, ეწინააღმდეგება არჩევნების საყოველთაობის პრინციპს და არის უკიდურესად უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად. ამ ნაბიჯით “ქართული ოცნება” ფაქტობრივად საერთოდ რიყავს ჩვენს მოქალაქეებს, ჩართულნი იყვნენ ქვეყნის ცხოვრებაში.

რეალური მიზანი ყველასთვის ნათელია. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რატომ არ გახსნეს საჭირო რაოდენობის საარჩევნო უბნები 2024 წელს“, - წერს ნინო დოლიძე.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ ახალ “საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. პაპუაშვილის განცხადებით, იგეგმება სარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლება.

მისივე თქმით, კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზინდეტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. 

მსგავსი სიახლეები