ინსტრუქციას რუსები გაძლევენ - ემიგრანტების პასუხი „ოცნებას“

17.11.25 15:21
ინსტრუქციას რუსები გაძლევენ - ემიგრანტების პასუხი „ოცნებას“

ემიგრანტები შეურაცხყოფილები და გაბრაზებული არიან „ოცნების“ გადაწყვეტილებით, რომლითაც საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს, ფაქტობრივად აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობა და კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება ჩამოართვა.

მათი შეფასებით, პაპუაშვილის განცხადება, 4 წელიწადში ერთხელ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ცინიკური და იორნულია და ახსენებენ მას, რომ მილიონნახევარზე მეტი ადამიანი იმყოფება ემიგრაციაში, მათ შორის არალეგალურადაც.

საინტერესოა, რომელ ავტორიტარულთან ორგანიზაციებთან ერთად კონსულტაციის დროს შეიმუშავეს, გარდა რუსი ინსტრუქტორებისა, რომლებიც პირდაპირ მითითებებს აძლევენ. ბუნებრივია, ამ ცვლილებებს არანაირი ლეგიტიმაცია არც ქართველი ხალხისგან, არც დასავლეთისგან არ ექნება, უბრალოდ, ჩვენ ვიცით და ვხედავთ, რომ ამ დე ფაქტო ხელისუფლების ერთადერთი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა, როგორც ახლა ჩვენ დავარქვით, მიდის კონსოლიდაცია იმ თვალსაზრისით, რომ ერთ ვერიტკალს ემსახურებოდეს, თავიდან ბოლომდე რუსეთისგან იღებს ინსტრუქციებს, მათ არ ადარდებთ არაფერი სხვა - ამბობს  კოკი იონათამიშვილი.

ქართველ ემიგრანტთა ცენტრის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ “ოცნებას“ უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს და სჭირდებათ კონსტიტუციური უმრავლესობა თავდასუხმელობის შეთანხმების მისაღებად.“

ის ვარაუდობს, რომ “ოცნება“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და ცვლილებებიც ამისთვის სჭირდება.

ვფიქრობ, უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვთ ამათ, რადგან აგერ გავიგეთ ახლა, რომ სანაკოვის ე.წ. ადმინისტრაციასაც აუქმებენ, რაც რუსებისგან ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. სჭირდებათ კონსტიტუციური უმრავლესობა თავდასუხმელობის შეთანხმების მისაღებად, რომელიც არ აქვთ და სავარაუდოდ, ესენი ემზადებიან, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ყველაფერი უკვე გააქრეს ქვეყნიდან, დარჩა წინააღმდეგობის ერთადერთი შუქურა, უცხოეთში მცხოვრები ქართველები, რომლებიც ასევე ფინანსურად აძლიერებენ ქართულ სახელმწიფოს - აცხადებს ანა ბალამწარიშვილი. 

ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ ახალ “საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. პაპუაშვილის განცხადებით, იგეგმება სარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლება.

მისივე თქმით, კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზინდეტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. 

მსგავსი სიახლეები