ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ტოლფასია - ვახუშტი მენაბდე

17.11.25 16:43
ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ტოლფასია - ვახუშტი მენაბდე

ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ტოლფასია, - ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე “ოცნების“ ახალ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ

მისი თქმით, „ეს ხალხი არჩენს ქვეყნის დიდ ნაწილს, მაგრამ აღარ ექნებათ შესაძლებლობა პოლიტიკურ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა.“

“ოცნების“ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო დააშორებს ემიგრანტებს სამშობლოს,- ამბობს მენაბდე.

ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ტოლფასია.
ქვეყნის ეკონომიკაში ემიგრანტების გზავნილების წილი ძალიან მაღალია. ეს ხალხი არჩენს ქვეყნის დიდ ნაწილს, მაგრამ აღარ ექნებათ შესაძლებლობა პოლიტიკურ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა. 
ადამიანების შესაძლებლობა, 4 წელიწადში ერთხელ ხმა მისცენ სასურველ პარტიას, თანამედროვე დემოკრატიებში ლამის ერთადერთი ბმაა სახელმწიფოსთან. 
ოცნების პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენს თანამოქალაქეებს საქართველოს დატოვებას აიძულებს, ახლა მათ უკანასკნელ პოლიტიკურ კავშირსაც ჩაუჭრიან. ოცნების ეს ნაბიჯი კიდევ უფრო დააშორებს ემიგრანტებს სამშობლოს,- წერს მენაბდე.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ ახალ “საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. პაპუაშვილის განცხადებით, იგეგმება სარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლება.

მისივე თქმით, კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზინდეტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. 

მსგავსი სიახლეები