რატომ აუქმებს "ოცნება" არჩევნებს ემიგრანტებისთვის? - შეფასებები
ქვეყნის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობას, არჩევნებში უფლების შეზღუდვის გზით, ეს ემიგრანტების გარიყვას ნიშნავს, - ასე აფასებს მესამე სექტორი “ოცნების“ ახალ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ვერ ახერხებს “ოცნება“, რომ ემიგრანტები მოისყიდოს და მათზე სხვა ტიპის ზეგავლენა მოახდინოს, ამიტომ ეს ადამიანები, ცხადია, მათვის პრობლემაა“
ბოლო სტატისტიკას რომ შევხედოთ, საზღვარგარეთ მყოფი ადამიანები არ არიან იმ პროპაგანდის ქვეშ, რომელსაც ეწევა „ოცნება“ დღეს თავისი პროპაგანდისტული მანქანით და ფაქტობრივად, თავისუფალ გარემოში იღებენ გადაწყვეტილებას. ვერ ახერხებს “ოცნება“, რომ ისინი მოისყიდოს და მათზე სხვა ტიპის ზეგავლენა მოახდინოს, ამიტომ ეს ადამიანები, ცხადია, მათთვის პრობლემაა, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
ეკონომიკაში მათი გზავნილების წვლილი არის საკმაოდ დიდი და აქედან გამომდინარე, როდესაც ამ ადამიანებს ართმევ ქვეყნის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობას, არჩევნებში უფლების შეზღუდვის გზით, ეს ამ ადამიანების გარიყვას ნიშნავს და მათთვის უტოლდება, თუნდაც მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხსაც, როდესაც ისინი ვერ იქნებია ისეთივე სრულფასოვანი მოქალაქეები, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფები, - აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ ახალ “საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. პაპუაშვილის განცხადებით, იგეგმება სარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლება.
მისივე თქმით, კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზინდეტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს.