გიორგი ელიაშვილის პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო - შსს-მ მტკიცებულებები ამ ჯერზეც ვერ წარმოადგინა

17.11.25 17:28
გიორგი ელიაშვილის პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო - შსს-მ მტკიცებულებები ამ ჯერზეც ვერ წარმოადგინა

აქტივისტ გიორგი ელიაშვილის პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. მოსამართლე ნინო ენუქიძემ სხდომაზე თქვა, რომ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, თუმცა როდის - არ იცის. 

ეს უკვე მესამე პროცესია, როდესაც შსს-მ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ ელიაშვილმა რუსთაველის გამზირი გადაკეტა. 

დღევანდელ პროცესზე ორი პოლიციელი გამოიკითხა. ადვოკატის თქმით, ორივე მოწმემ ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენებები მისცა და ვერცერთმა დაადასტურა, სად და რა ვითარებაში დააკავეს აქტივისტი.

თავად ელიაშვილმა კი დღეს თქვა, რომ ტროტუარზე იდგა და ერთადერთ ფრაზას სკანდირებდა, რომ "დაკავებები იყო სირცხვილი!". 

ფაქტობრივად, მტკიცებულებები არ არსებობს და ერთადერთი მტკიცებულება, რისი წარმოდგენაც დღესდღეობით შსს-ს შეუძლია, არის ორის პოლიციელის მტკიცებულება, რომ დამინახეს დანაშაულის ჩადენის დროს. მტკიცებულება იქნებოდა ვიდეომტკიცებულება, რომელიც ალბათ არსებობს, მაგრამ მიზეზთა გამო ამ მტკიცებლების მოტანა ვერ ხერხდება სასამართლოზე. ეს ალბათ იმაზე მიუთითებს, რა მდგომარეობაშია დღეს სასამართლო, - ამბობს გიორგი ელიაშვილი. 

დღეს საქალაქოში კიდევ ერთი აქტივისტის, გოტა ჭანტურიას პროცესი მიმდინარეობს. ბრალდება იგივეა - გზის გადაკეტვა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე მანუჩარ ცაცუა, ცნობილი ცოტა ხანში გახდება. 

მსგავსი სიახლეები