მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა, ბაჩიაშვილის მშობლებისთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებისთვის - მარინა რამაზაშვილისთვის და ალექსანდრე ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
დღეს სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საქმის არსებით განხილვა დაიწყო - პროკურატურა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველის პენსიონერ მშობლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილმა "ივანიშვილისგან მითვისებული 8 986.8675 ბიტკოინისთვის კანონიერი სახის მისაცემად საქმიანობაში თავისი მშობლები ჩართო".
- აღსანიშნავია, რომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელმა მშობლები დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე მშობლები შეერთებულ შტატებში გაუშვა.