მსოფლიოში პირველი ფონდის დირექტორი ვიქნები, ვინც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო მიეცა პასუხისგებაში - ბაჩიაშვილი

18.11.25 12:57
მსოფლიოში პირველი ფონდის დირექტორი ვიქნები, ვინც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო მიეცა პასუხისგებაში - ბაჩიაშვილი

მსოფლიოში პირველი ფონდის დირექტორი ვიქნები, ვინც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო მიეცა პასუხისგებაში - ასე მიმართა სასამართლოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში "მტკვარის ჰესის" საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია იხილავს.

ბაჩიაშვილმა სასამართლო დარბაზში დეტალურად განმარტა, რომ მტკვარი ჰესს ზედამხედველობას უწევდა სპეციალიზებული კომპანიები და ყველა მოქმედება, ნახაზი და დასკვნა სწორედ ამ კომპანიებთან იყო შეთამხმებული.

შესაბამისად, მისი თქმით, ფონდის ვერც ერთი თამამშრომელი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ პრობლემებზე, რამაც პროექტის დასრულება შეაფერხა.

ვერ ნახავთ ფონდს, რომელსაც აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, რომ მოხდეს მსგავსი პროექტების ზედამხედველობა. თანაინვესტირების ფონდს მსგავსი ათამდე პროექტი ჰქონდა, დიდი ბიუჯეტით. ყველა ამ პროექტში საინჟინრო ზედამხედველობას ახორციელებდნენ გარე კომპანიები. მტკვარი ჰესს ზედამხედველობას უწევდა სპეციალიზებული კომპანიები. ყველა მოქმედება, ნახაზი და დასკვნა იყო ამ კომპანიებთან შეთამხმებული. შესაბამისად, ფონდის ვერც ერთი თამამშრომელი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ პრობლემებზე, რამაც პროექტის დასრულება შეაფერხა.
ყველა დასკვნაში ეწერა, რომ შესაძლოა პროექტი დასრულდეს ამ ვადაში და ამ ბიუჯეტში. გეოლოგიური რისკების გათვლა წინასწარ შეუძლებელია. 
მსოფლიოში პირველი ფონდის დირექტორი ვიქნები ვინც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო მიეცა პასუხისგებაში", - განაცხადა ბაჩიაშვილმა. 

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ბაჩიაშვილსი ადვოკატმა - ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ საქმეში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ დევს.

მისივე განმარტებით, დირექტორი (ბაჩიაშვილი) არ გახლდათ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ერთპიროვნულად მიმღები პირი და ამას მოწმეთა ჩვენებებცი ადასტურებს. 

ობიექტური გარემოებები რაც იყო, ეს იყო საბურღი მანქანის გვირაბში გაჭედვა, რაც დადასტურებულია. დადასტურებულია ასევე კოვიდის არსებობის ფაქტი, რაც შეხება მოწმეთა ჩვენებებს, ძირითადად ეს მოწმეები არიან ფონდის თანამშრომლები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ადასტურებს, რომ ისინი ახორციელებდნენ ყველაფერს სწორი მენეჯმენტისათვის, შესაბამისად, არანაირი გულგრილობა არათუ გიორგის მხრიდან, არამედ არცერთი მათგანის მხრიდან არ ყოფილა. დირექტორი არ გახლდათა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ერთპიროვნულად მიმღები პირი, არსებობდა აღმსარულებელი საბჭო. ამ საბჭოში შედიოდნენ თითოეული მიმართულების ხელმძღვანელები, იგივე საინჟინრო, სამშენებლო, ფინანსური კუთხით, იურიდიული კუთხით მათ შორის, რომლებცი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დებდნენ სატანადო დასკვნებს და მის შემდეგ ერთობლივად, კოლეგიალურად ხდებოდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება", - ამბობს ლევან მახარაშვილი.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს საქმის პროკურორი - მიხეილ სადრაძე ირწმუნება, რომ მტკიცებულებათა მოცემულობა, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის დანაშაულს ადასტურებს, მაღალი ხარისხისაა.

ბაჩიაშვილს ვედავებით გულგრილობას. აბსოლუტურად ყველა მმართველობითი რგოლის წარმომადგენელმა, ვინც გამოძიების ეტაპზე გამოიკითხნენ, გარკვეული ინფორმაცია მისცეს, მათ შორის იმ ნაწილშიც, რომ ასეთი მმართველობითი ორგანოები, ხშირ შემთხვევაში, ფიქტიური ხასიათის იყო და სინამდვილეში, არამხოლოდ ფაქტობრივ დონეზე, არამედ სამართლებრივადაც უკავშირდებოდა გიორგი ბაჩიაშვილს იმიტომ, რომ ის იყო გენერალური დირექტორი, ასევე პასუხისმგებელი ინვესტიციების და პროექტების სწორად მართვაზე. ძალიან მარტივი მოცემულობაა, ფაქტობრივ დონეზე რომ წარმოვიდგინოთ. ასევე, გარდა იმისა, რომ ის იყო გენერალური დირექტორი, რაც კანონმდებლობის მიხედვით გულისხმობს უმაღლეს მმართველობას, ამავდროულად არსებობდა ხელშეკრულება, რომელიც მას ავალდებულებდა, რომ სწორად ემართა ინვესტიციები და აქტივები. დანაშაულიც სწორად ამაში მდგომარეობს, რომ მას უფლებამოსილებები ჰქონდა, მან მოიწვია კონკრეტული კომპანია, რომელმაც შეადგინა რეპორტი, სადაც იდენტიფიცირებული იყო რისკები და საფრთხეები და ეს ყველა რისკი და საფრთხე არ იქნა გათვალისწინებული. შედეგიც, ბუნებრივია, ამ მიმართულებით დადგა”,- განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. 

მსგავსი სიახლეები