მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად ქუთაისში მეხუთე პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩავიდა

18.11.25 13:10
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად ქუთაისში მეხუთე პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩავიდა

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად ქუთაისში საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა. 

"ბათუმელები/ნეტგაზეთის" დამფუძნებელი რუსთავის ქალთა ციხიდან უკვე ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოში მიიყვანეს. დღევანდელ სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატები დასკვნით სიტყვას იტყვიან და დაკავებული ჟურნალისტი ქალის გათავისუფლებას მოითხოვენ. პროკურატურა კი ამაღლობელისთის ბრალის დამძიმებას მოითხოვს.

სხდომას მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. არ არის გამორიცხული, სააპელაციომ განაჩენი დღესვე გამოაცხადოს. 

„თავისუფლება მზიას!“ - ისმის სასამართლოს ეზოდან შეძახილები სხდომათა დარბაზში. დღესაც, როგორც წინა პროცესზე, სასამართლოს ჭიშკართან გააჩერეს მზია ამაღლობელის სხდომაზე დასწრების მსურველები.

  • შეგახსენებთ, 6 აგვისტოს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები