ბიჭიკო პაიკიძეს პროკურორის წერილის საფუძველზე პასპორტი გაუუქმდა
კომპანია B.P. TRANS- ის მფლობელსა და ვანის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატს, ძებნაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს პროკურორის წერილის საფუძველზე პასპორტი გაუუქმდა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გრიგოლ ლილუაშილის უახლოესი გარემოცვის წევრს პასპორტი მიმალვისთვის სჭირდებოდა.
ეს პასპორტი მიმალვისთვის იყო განკუთვნილი და არა სასამართლოში გამოცხადებისთვის. სწორედ ამას შეუშალა მას საქმის მწარმოებელმა ორგანომ ხელი. ბიჭიკო პაიკიძეს შეუძლია მიმართოს მათ შორის, საელჩოს და მას ხელს შეუწყობენ საქართველოში დაბრუნებაში," - განაცხადა ხუნაშვილმა.
ბრალდებულის ადვოკატის განცვხადებით, ბრალდებას არ სურს ის საქართველოში იყოს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს:
„ბრალდების მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბიჭიკო პაიკიძე საქართველოში არ დაბრუნებულიყო, მას პასპორტი გაუუქმეს“, - განაცხადა ჭკადუამ.
ბიჭიკო პაიკაძის უფლებადამცველები აპირებენ, რომ დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების სახის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენონ.
ასევე, დღევანდელ სხდომაზე ბრალი აღიარა ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის დირექტორმა, ვალერიან კვარაცხდელიამ. მან მცირე სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ სახელმწიფო ბრალდებას აღიარებს, ის თავს დამნაშავედ გრძნობს. ვალერიან კვარაცხელიას ბრალი ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და დიდი ოდენობის თანხის მითვისებაში დახმარებაში ედება.
„დიახ, მან ერთ-ერთ ქვეყანაში პასპორტი დაკარგა, ის საქართველოში იუსტიციის სახლს ელექტრონულად დაუკავშირდა, რათა ახალი პასპორტი აეღო, მან კანონით დადგენილი ყველა გზა გაიარა, როცა აღნიშნული პასპორტი მასთან მის მეუღლეს მიჰქონდა, ის საზღვარზე არ გაუშვეს და ეს პასპორტი ბატონი ბექა ხუნაშვილის [პროკურორი] წერილით გაუქმებულია. ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია მის მოქალაქეზე იზრუნოს, რა ტიპის დამნაშავეც არ უნდა იყოს ის. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ადამიანს საფრთხის ქვეშ აყენებენ. დიახ, ბრალდებას არ სურს ის აქ იყოს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს“, - განაცხადა ჭკადუამ.