მოსამართლე ნინო ენუქიძემ გოგიტა ჭანტურიას სასამართლო პროცესი გადადო

18.11.25 15:20
მოსამართლე ნინო ენუქიძემ გოგიტა ჭანტურიას სასამართლო პროცესი გადადო

მოსამართლე ნინო ენუქიძემ გოგიტა ჭანტურიას სასამართლო პროცესი გადადო - საზოგადოებრივი მარშის ორგანიზატორს შსს გზის გადაკეტვას ედავება. ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება საქმეზე მოსმენა. 

დღესვე სასამართლო ჭანტურიას კიდევ ერთ საქმეზე იმსჯელებს - სამოქალაქო აქტივისტი მისთვის გამოწერილი 73 ჯარიმიდან 49-ს ასაჩივრებს.

შსს-მ გიორგი ჭანტურიას შეუდგინა 73 ჯარიმა, რაც ითვალისწინებს, 365 000 ლარის ოდენობით და ყველა ამ საქმეზე, რომელიც 4 მოსამართლეზეა გადანაწილებული, სასამართლომ სასამართლო კონტროლი უნდა განახორციელოს. 16:00 საათზე მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ უნდა გამოაცხადოს 49 ჯარიმასთან დაკავშირებით, ანუ 245 000 ლარით პირის დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება", - ამბობს ადვოკატი.

ეს არის რეპრესიების გაგრძელება, ფაქტობრივად ყოველდღე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, შესაძლეებლია მოსამართლემ პატიმრობაც გამოიყენოს. რაღაც კარიკატორული პროცესები მიმდინარეობს, სამართლებრივ საკითებზე არაფერს ვიტყვი. მიუხედავად ამდენი ნეგატიური გამოცდილისა, ეს როგორც გაკვეთილი ისე ვისწავლოთ და უკეთ დავუპირისპირდეთ ამ რეჟიმს, რაც საბოლოო ჯამში დაემხობა", - ამბობს გოგიტა ჭანტურია

 

მსგავსი სიახლეები