ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის დირექტორმა ბრალი აღიარა - ვალერიან კვარაცხელია 10 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

18.11.25 15:09
ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის დირექტორმა ბრალი აღიარა - ვალერიან კვარაცხელია 10 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ძებნაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის, B.P. TRANS-ის დირექტორი, ვალერიან კვარაცხელია, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მანამდე მან ბრალი აღიარა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.

რაც შეეხება თავად ბიჭიკო პაიკიძეს და კიდევ 4 პირს - იოსებ ჭანჭალეიშვილს, როინ ფოფხაძეს, გიორგი კვახაძესა და ირაკლი გალოგრეს, ისინი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

საქმე ეხება 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლებას.

ასევე, აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია შპს B.P. TRANS-ის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი, ხოლო შპს B.P. TRANS -ის ყოფილი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, ბიჭიკო პაიკიძე საქართველოში არ იმყოფება. მასზე გამოცხადებულია ძებნა. 

მსგავსი სიახლეები