"24 საათიანი პროტესტი უალტერნატივოა" - შიმშილობის 22-ე დღე პარლამენტთან

18.11.25 15:28
"24 საათიანი პროტესტი უალტერნატივოა" - შიმშილობის 22-ე დღე პარლამენტთან

შიმშილობის 22-ე დღე - პარალამენტთან უწყვეტი აქცია გრძელდება - პროტეტის უკიდურეს ფორმას ახალი არჩევნების და პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით 8 ადამიანი მიმართავს. 

მიუხედავად იმისა, რომ მოშიმშილეების მდგომარეობა დღითიდღე უფრო საყურადღებო ხდება, ჯანდაცვის სამინისტროს აქციის მონაწილეებისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადა ამ დრომდე არ გამოუყვია.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბრძოლა მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყდება.

გუშინ განაცხადეს, ვინ საქართველოში არ იმყოფება, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ექნებაო. ჩამობრძანდნენო თან და აქ მისცენ ხმაო. იმ ხალხს შვილები ენატრებათ, იძულებულები გახდნენ, რომ აქედან წასულიყვნენ, რომ ლუკმა-პური მოეპოვებინათ შვილებისთვის, ჩამობრძანება და წაბრძანება რომ შეეძლოთ, არავის მითიტება მათ არ სჭირდებათ. ისინი ვალდებულები არიან, რომ საზღვარგარეთ უბნები გახსნან. ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან", - აცხადებს დარეჯან ხუნწარია. 

არ შეიძლება დღეს ჩვენ გავჩერდეთ, 24 საათიანი პროტესტის რუსთაველის გამზირზე უალტერნატივოა. ყველა უნდა გამოვიდეს კომფორტის ზონიდან და უნდა უთხრას საკუთარ თავს, რა შეუძლია უფრო მეტი გააკეთოს", - ამბობს გედევან ფოფხაძე.  

მსგავსი სიახლეები