ჩვენება გახარიას წინააღმდეგ - რა თქვა პროკურატურაში გამოკითხვაზე გიორგი ჭოლაძემ
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ადმინისტრაციის ექსხელმძღვანელი გიორგი ჭოლაძე მზად არის სასამართლოს წინაშე მისცეს ჩვენება და გაიხსენოს 20 ივნისის ღამის დეტალები. სასამართლოსთვის ჩვენების მიცემამდე ის დღეს თბილისის პროკურატურაში გამოკითხეს.
ჭოლაძის თქმით, გავრილოვის ღამეს მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია მოქმედებდა ერთპიროვნულად, გადაწყვეტილებებს თავად იღებდა და პროცესებში სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს საქმის კურსში არ აყენებდა.
მან პროკურატურას ისიც შეახსენა, რაც ცოტა ხნით ადრე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზეც თქვა - დღემდე მისთვის გაუგებარია, რატომ იმყოფებოდა 20 ივნისს პარლამენტში გერმანიის ელჩი, როდესაც დარბევა განვითარდა.
ახლა ჭოლაძეს სასამართლოში გახარიას ადვოკატი, ბერდია სიჭინავა, ელოდება. სიჭინავას თქმით, ჭოლაძე ამ საქმეში „ქართული ოცნების დაწერილი სცენარით“ მოქმედებს და მიზანმიმართულად ცდილობს ყოფილი მინისტრის პასუხისმგებლობისკენ წაიყვანოს მოვლენები.