ასი ათასობით ემიგრანტი ხმის უფლების გარეშე დარჩა - ექსპერტები "ოცნების" გადაწყვეტილებას არარეალურს უწოდებენ
„ვისაც უნდა არჩევნებში მონაწილეობა, ჩამოვიდეს საქართველოში", - ასეთია "ოცნების" პოზიცია ემიგრანტებთან დაკავშირებით. ივანიშვილის პარტია ცდილობს, ხალხი დაარწმუნოს, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალქეების არჩევნების ბედის გადაწყვეტა არ შეეძლოთ და შიში არ ყოფილა ის, რის გამოც ასი ათასობით ადამიანი ხმის უფლების გარეშე დარჩა.
თუმცა, ექსპერტული გათვლები სრულიად სხვაგვარ სურათს აჩვენებს.
გიორგი ლუბარესტის ანალიზის მიხედვით, ყველა ემიგრანტის საქართველოში დაბრუნებისთვის საჭირო გახდება დაახლოებით 9 824 თვითმფრინავი, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია - არც თბილისის აეროპორტს აქვს ამხელა გამტარობა და არც სხვა ინფრასტრუქტურას.
გარდა ამისა, თუ ასეთი რაოდენობის მგზავრი ერთდროულად ჩამოვა, სასაზღვრო კონტროლზე რიგი შეიძლება 31 დღემდე გაგრძელდეს, რაც ავტომატურად გამორიცხავს საარჩევნო დღეს ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნას.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.