შვილი ციხეში, მშობლები დაუსწრებლად პატიმრობაში - ბაჩიაშვილი თავისი საქმით ისტორიაში მოხვედრას აანონსებს

18.11.25 21:23
შვილი ციხეში, მშობლები დაუსწრებლად პატიმრობაში - ბაჩიაშვილი თავისი საქმით ისტორიაში მოხვედრას აანონსებს

ბიძინა ივანიშვილის ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი დღეს სასამართლოში განმარტავდა, რომ „მტკვარი ჰესის“ პროექტის შეჩერება ობიექტური გარემოებებით იყო გამოწვეული. მისი თქმით, მრავალმილიონიან მშენებლობაზე ზედამხედველობისთვის სპეციალურად იქნა მოწვეული ორი უცხოური კომპანია, თუმცა მეწყრული პროცესებისა და პანდემიის პროგნოზირება შეუძლებელი იყო.

პროკურატურა ბაჩიაშვილს სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.
ბრალდების ვერსიით, ბაჩიაშვილს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ პროექტი მაღალი რისკის შემცველი იყო, თუმცა ეს რისკები არ გაითვალისწინა, რის გამოც „მტკვარი ჰესს“ 100 მილიონი დოლარის ზიანი მიადგა. სწორედ ამ ზიანის გამო ბაჩიაშვილი სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის სარჩელით აღმოჩნდა.

მთავარი საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ საქმეში ფონდის თანამშრომელთა ჩვენებები დევს, რომლებიც ყოფილ დირექტორს ადანაშაულებენ. თუმცა, ბაჩიაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ გამოკითხვის ოქმები საპირისპიროს ადასტურებს - გადაწყვეტილებებს მისი კლიენტი ერთპიროვნულად არ იღებდა და პროცესში ჩართული იყვნენ შესაბამისი მიმართულების სპეციალისტები. ადვოკატი ასევე მიუთითებს თათბირის ჩანაწერებზე, რომლებიც ამავე გარემოებას ადასტურებს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები