გამოკითხვები 20 ივნისის საქმეზე - რა ჩვენება მისცა გახარიას წინააღმდეგ გიორგი ჭოლაძემ?

18.11.25 18:00
გამოკითხვები 20 ივნისის საქმეზე - რა ჩვენება მისცა გახარიას წინააღმდეგ გიორგი ჭოლაძემ?

გამოკითხვები 20 ივნისის საქმეზე - მთავარი საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილმა უფროსმა დატოვა.

გიორგი ჭოლაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამომძიებლებს უამბო ის, რაც მანამდე თეა წულუკიანის კომისიაზე საჯაროდ მოყვა, თქვა, როგორ გასცემდა გიორგი გახარია 20 ივნისს ბრძანებას პარლამენტში ზვიად ძიძიგურის კაბინეტიდან.

ჭოლაძეს დღემდე აწუხებს კითხვები, თუ რატომ იმყოფებოდა მაშინ ძიძიგურის კაბინეტში გერმანიის ელჩი. მისი თქმით, პრემიერმა ბახტაძემ მედიასთან კომენტარი გახარიასთან კონსულტაციის გავლის შემდეგ გააკეთა, თუმცა კომენტარის დასრულებისთანავე სამართალდამცველებმა სროლა დაიწყო, რაზეც ჭოლაძის თქმით, პრემიერმა არაფერი იცოდა. 

დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის აპარატის ყოფილ უფროსს "პირველებმა" ჰკითხა, დაისვა თუ არა პროკურატურის მხრიდან კითხვები ნიკა მელიასთან დაკავშირებით, რაზეც ჭოველიძემ განაცხადა, რომ არ დასმულა.  

20 ივნისთან დაკავშირებით ვიყავი, ჩორჩანას ეპიზოდზე ჩემს შემთხვევაში კითხვები არ ყოფილა დასმული. მთელი ღამე იქ ვიყავი და მე ვიყავი იმ  ყველაფრის შემსწრე 20 ივნის,რ აც იქ ხდებოდა. პარლამენტში, ზვიად ძიძიგურის ოთახში იყო შეკრებილი ის ხალხი, ვინც მე საგამოძიებო კომისიიაზე ჩამოვთვალე, შესაბამისად,  გახარია იქ იღებდა გადაწყვეტილებებს და გასცემდა ბრძანებებს, ამასთან დაკავშირებით იყო კითხვები. 

ნიკა მელიასთან დაკავშირებით კითხვა არ დასმულა.

მე რომ მივედი გერმანიის ელჩი იყო იქ. ერთი ოთახი იყო იქ, სადაც იყო გერმანიის ელჩიც და ყველა. ზოგი ფეხზე იდგა, ზოგი იჯდა. დეპუტატები იყვნენ, მე, იყო მოსასვენებელი ოთხაი, სადაც შსს-ს მინისტრი გასცემდა ბრძანებებს. მე შევდიოდი იმ ოთხაში პერიოდულად და გამოვდიოდი. გახარიამ თქვა გერმანიის ელჩზე, სეირონობდა რუსთაველის გამზირზეო, რაც ჩემთვის წარმოუდგგენელია. მე პირადად ვუთხარი, რომ მისი (გერმანიის ელჩის) იქ ყოფნა იყო კატეგორიულად მიუღებელი. 

ოპერატიულ ნაწილს ის არავის უზიარებდა. ის პირადად იღებდა ამ გადაწყვეტილებას. ნორმალური პროცესია, როდესაც მინისტრი  პრემიერ მინისტრს კონკრეტულად ეუბნება, თუ რა უნდა ისაუბროს, ის არის ამაზე პასუხსიმგებელი, შესაბამისად მან იცის უკეთ.  არ შეიძლება პრემიერმა უფრო უკეთ იცოდეს კონკრეტული ოპერატიული ღონისიძიების მიმდინარეობა და მსვლელობა.  პრემიერმინისტრმა კომენტარი გააკეთა მედიასთან, მე რომ მივტრიალდე და ვთქვა, არ აპირებს ჩვენი ხელისუფლება სხვა ხელისუფლებსიგან განსხვავებით ამის გაკეთებას, მივტრიალდე, შევიდე, სადაც მელოდება შსს მინისტრი და... არ მინდა ახლა ქრონოლოგურად რაღაც შემეშალოს, მაგრამ მე პირადად რომ შევედი ძვიად ძიძიგურის ოთახში, სადაც ეს შტაბი იყო, სროლა უკვე დაწყებული იყო. აქაც იგივე ვთქვი, კომისიაზე და სასამართლოზეც. თუ გინდათ სტრასბურგში წამიყვანეთ და იქაც იგივეს ვიტყვი", - განაცხადა ჭოლაძემ.

მსგავსი სიახლეები