ვაპირებ, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანო სარჩელი, რათა დავიცვა ჩემი ხმა - პეტრე კოლხი

18.11.25 22:17
ვაპირებ, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანო სარჩელი, რათა დავიცვა ჩემი ხმა - პეტრე კოლხი

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, რომელმაც, მღვდელსამხურების შეჩერების შემდეგ საქართველო დატოვა და ემიგრაციაში წავიდა, ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ აშშ-დან ჩართვისას განაცხადა, ის აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს სარჩელი და ასე დაიცვას საკუთარი ხმა.

საკუთარი სინდისის, ადამიანობის და საკუთარი ერის წინაშე ვალი რომ მოვიხადო, ეს გადაწყვეტილება აუცილებელია, - თქვა მან.

ვაპირებ, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანო სარჩელი, ეს არის ჩემი ლეგიტიმური უფლება, დავიცვა ჩემი ხმა, რომ მქონდეს არჩევნებში მონაწილოების მიღების უფლება. მე ვთვლი, რომ ბოლო 4-5 წელიწადია, არჩევნებით არაფერი იცვლება ქვეყანაში, მაგრამ საკუთარი სინდისის, ადამიანობის და საკუთარი ერის წინაშე ვალი რომ მოვიხადო, ეს გადაწყვეტილება აუცილებელია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იმ ე.წ. მრევლსაც მოვუწოდო, თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები მოხდეს, აუცილებლად პასუხი უნდა მოვთხოვოთ შიო მუჯირს, რომელიც უპირობოდ ემონება და ემორჩილება ივანიშვილის რეჟიმს და ხელისუფლებას, რომელსაც არ აინტერესებს ემიგრაციაში მყოფი ხალხის ბედი და მომავალი, რომელმაც დაიწყო რეპრესიები ქართულ ეკლესიაში და პირველი მე ვარ, რომელმაც რუს ეგზარქოსს უნდობლობა გამოვუცხადე და ამის გამო გამასამართლა,- განაცხადა პეტრე კვარაცხელიამ.

მსგავსი სიახლეები