ნინო ხარატიშვილი: არ გამიკვირდება, ემიგრანტებს მოქალაქეობაც წაართვან, ან წიგნებს ზემოდან დააწერონ - ეს უცხოური აგენტის არის
არ გამიკვირდება, ემიგრანტებს მოქალაქეობაც წაართვან - ასე ეხმაურება მსოფლიოში ცნობილი ქართველი მწერალი და დრამატურგი, ნინო ხარატიშვილი ივანიშვილის გუნდის ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ.
"პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ხარატიშვილი ამბობს, რომ არც ის გაუკვირდება, თუ მალე "ოცნება" წიგნებზეც ცენზურას დააწესებს, შეფუთავს მათ და ზემოდან დააწერს - "ეს უცხოური აგენტის არის".
ქართველინ მწერალი, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს, ამბობს, რომ არასერიოზულია იმაზე საუბარი, თითქოს უცხო ქვეყანა ემიგრანტებზე რაიმე სახით გავლენას მოახდენს, როგორც ამას "ოცნება" მთი გადაწყვეტილებსი დასასაბუთებლად ამბობს.
ძალიან ალოგიკურია მათი "ლოგიკა", რომლის მიხედვითაც პრემიერმა განაცხადა, რომ თურმე ჩვენზე, ემიგრანტებზე ზეწოლაა და ჩვენ უცხოური იურისდიქციით ვერ ვართ ობიექტურები. ეს ნიშნავს, მაგალითად ჩემს შემთხვევში, რომ გერმანია ახდენს ჩემზე გავლენას, მანიპულირებს და მე მეშინია ჩემი პრივილეგიების დაკარგვის და აქედან გამომდინარე ვაძლევ ოპოზიციას მხარს. ამ ლოგიკას რომ მივყვეთ, ჩემი კითხვა არის - მე თუ გამომაძევა გერმანიამ ჩემი პოლიტიკური მოსაზრებების გამო, მაშინ რატომ არ უნდა ჩემს სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში მმართველ პარტიას რომ დავბრუნდე, მაგრამ მანდ უკვე აყვავებული ეკონომიკა - ეს ნარატივი ცოტა კოჭლობას იწყებს.
რუსული ნარატივი და ხელწერას თუ მივყვებით, ისიც არ გამიკვირდება, რომ ძალიან მალე წიგნები აღმოჩნდეს შეფუთული და ზემოდან ეწეროს, ეს უცხოური აგენტის არის, ან რაღაცების აკრძალვა წავიდეს. ყველაფერია უკვე დასაშვები, ეს რაღაცნაირი აგონიური პროცესია, თუ ინერტული, ამას ვეღარ ვხდები, მაგრამ ფაქტია, მე ნამდვილად არ გამიკვირდება.
უკვე ყველანაირად მიდის ეს პროპაგანდა, დაწყებულია, აგორებულია ეს მანქანა, რომ ყველა ადამიანს, რომელიც განსხვავებული აზრის არის, მათი დემონიზირება მიდის და მათთვის თავისუფალი სიტყვს აკრძალვა. ეხლა გადმოწვდნენ უცხოეთში მცხოვრებს ქართველებს და ისიც არ გამიკვირდება, რომ ვთქვათ მოქალაქეობა წაართვან ან ყველანაირად გაართულონ ეს პროცესი", - ამბობს ნინო ხარატიშვილი.