"დიქტატორული რეჟიმი "საკუთარი შვილების" ჭამას იწყებს" - ნინო ხარატიშვილი

19.11.25 11:39
"დიქტატორული რეჟიმი "საკუთარი შვილების" ჭამას იწყებს" - ნინო ხარატიშვილი

 

 

"დიქტატორული რეჟიმი "საკუთარი შვილების" ჭამას იწყებს" - ამის შესახებ "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნინო ხარატიშვილმა განაცხადა, თქვა, რომ "ოცნებას" ეს პროცესი უკვე დაწყებული აქვს "საკუთარი შვილების" მიმართ და სწორედ ამის დასტურია მათ შორის ივანიშვილის გუნდის ბოლო გადაწყვეტილება ემიგრანტების არჩევნებიდან ჩახსნასთან დაკავშირებით. 

მწერალს და დრამატურგს არ ესმის, რატომ არ იღებს ხმას საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ყველაფერს ხედავს, მაგრამ მაინც ჩუმად არის - "ასეთი რა ანესთეზია აქვს გაკეთებული"? 

რაღაცნაირად უნდა ხმა მივაწვდინოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა რაღაცნაირად გაბუჟებულ მდგომარეობაში არიან - ამბობს ხარატიშვილი "პირველებთან" ინტერვიუში. 

შეიძლება, თუ ასე გაგრძელდა და ამას ჩვენ ვერანაირი წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიეთ ან აღარ გავუწიეთ, არ გვექნება არჩევანი 3 წელიწადში, აღარაფრის არჩევანი აღარ გვექნება.  სადაც ახლა ჩემნაირები, ემიგრანტებს ვგულისხმობს, ჩაგვხსენს ამ პროცესიდან, სადაც აქტივისტები ჩახსნეს, სადაც ჟურნალისტები ჩახსნეს, სადაც საუკეთესო მოქალაქეები არიან ჩახსნილები და ოპოზიციაზე საერთოდ საუბარი აღარ მაქვს, ციხეშია მასიურად ადამიანები გამოკეტილი, რაღა დაუშლით, რომ ეს გავრცელდეს კიდე უფრო მეტ საზოგადოებრივ შრეებზე? უბრალოდ მართლა არვიცი და ძალიან ხშირად ვუსვამ ჩემს თავს ამ კითხვას, რა ხდება ასეთი? ასეთი რა ანესთეზია აქვს გაკეთებული მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილს, რომ ამ ყველაფერს ვერ ხედავს ჯერ. ანუ რა შეიძლება ამას მომავალში კიდევ უფრო უარესი მოყვეს, იმიტომ, რომ თუ ორ წელიწადში ყველანაირი დემოკრატიული სტრუქტურა ჩამოიშალა,  კონსტიტუციაც კი რაღაცა სათამაშო მოედანი გახდა, სადაც ისე გადააგორებენ ამ ბურთს, როგორც აწყობთ, რაღა შემაკავებელი ძალა იქნება და რა აძლევთ მათ  იმის გარანტიას, რომ მათაც არ შეეხებათ, იმიტომ, რომ როგორც ყველა დიქტატორული რეჟიმი, მანდაც ვერაფერი ორიგინალური ვერ ხდება. ამის მაგალითებიც უკვე დაიწყო, იწყებს უკვე "საკუთარი შვილების" განადგურებას და შეჭმას და ესეც დაწყებულია და კიდევ უფრო მეტად მოხდება. ამიტომ ის ილუზია, რომ ეს რაღაცა საზოგადოების ფენას არ შეეხება და მათ თავს არ გადაუგდებენ მსხვერპლად, თუ დასჭრიდათ და განტევების ვაცად არ აქცევენ, ეს მგონია, რომ ძალიან ლაივური მოსაზრებაა და მანდ რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, რომ ხმა მივაწვდინოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა რაღაცნაირად გაბუჟებულ მდგომარეობაში არიან", - აცხადებს ნინო ხარატიშვილი. 

მსგავსი სიახლეები