რეზო კიკნაძე მამარდაშვილის პოსტის შემდეგ: არ გრცხვენიათ, როცა თქვენს მოქალაქეებს ქუჩაში სცემდნენ, ხმა არ ამოგიღიათ
სადღეგრძელოებით რომ გამოდიხართ, ოდესმე დამდგარხართ ან დგახართ ხალხის გვერდით? - ასე მიმართავს სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე საქართველოს ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც გუშინ სოციალურ ქსელში წუხილი გამოთქვა კრიტიკის გამო.
ციხიდან გამოგზავნილ წერილში კიკნაძე წერს, რომ როცა ახალგაზრდებს ქუჩაში სცემდნენ, ქოჩორას და ბუდუს გარდა სხვა ფეხბურთელებს ხმა არ ამოუღიათ.
ეს ფეხბურთელები სადღეგრძელოებით რომ გამოდიხართ, ხალხო, ,,ფეხი როცა დაგვიცდა, მაშინ დაგვიდექით გვერდშიო",თქვენ ოდესმე დამდგარხართ ან დგახართ ხალხის გვერდით?
არ გრცხვენიათ, მთავრობის მარიონეტებად რომ იქეცით და ხმაც არ ამოგიღიათ, როცა თქვენს მოქალაქეებს ქუჩაში სცემდნენ და უსამართლოდ ციხეში კეტავენ?
უტიფრობასაც აქვს საზღვარი.
ბურთის გაგორება და ამაში ფულის აღება არ არის ქვეყნის სიყვარული.
ქვეყანას როცა სჭირდებოდა და სჭირდება, თქვენი კომფორტის ზონიდან გამოსული არ მინახიხართ არც ერთი — ბუდუს და ქოჩორას გარდა", - წერს რეზო კიკნაძე.
გუშინ საღამოს ეროვნული ნაკრების მეკარემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წუხილი გამოთქვა კრიტიკის გამო.
- "ისტორია, მხოლოდ მოგებებით არ იწერება და სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს, ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე" -წერს გიორგი მამარდაშივლი.
ქართველი ფეხბურთელის ამ განცხადებას სოციალურს ქსელში ათასობით კომენატრი და დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ქომაგები წერენ, რომ ერთად დგომა ნიშნავს ერთად ბრძოლას ყოველთვის და არა მხოლოდ საფეხბურთ მოედანზე.