ხვრელების ამოქოლვას ცდილობენ, რომ უფრო გაიადვილონ გაყალბების პროცესი - ტატო ქელბაქიანი საარჩევნო ცვლილებებზე
ხვრელების ამოქოლვას ცდილობენ, რომ უფრო გაიადვილონ გაყალბების პროცესი, - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" წარმომადგენელი ტატო ქელბაქიანი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.
მისი თქმით, "ოცნებამ" ყველა პირობა შექმნა იმისთვის, რომ დისკომფორტი არ შეექმნას და კარუსელი დააკანონოს.
ჩვენ რაც შევძელით წინა არჩევნებზე, იყო, რომ თუ გამოვიტანეთ გაყალბება, ეს იყო ფოტო-ვიდეომასალა, რაც შევძელით, რომ დაგვეფიქსირებინა. სხვა ბერკეტი, ფქტობრივად, არ იყო. ამიტომ ხდება მთელი ამ ველის მოსუფთავება, კარუსელი აქვს დაკანონებული, პირადობას ვერ მოსთხოვ ადამიანს, რომ შემოდის, ფოტო ვერ გადაიღებ. ახლა, ერთი დამკვირვებელი თუ გამოაგდეს, მეორეს ვეღარ შეიყვან...ჩვენ როცა გამოგვაგდეს, ვცდილობდით როტაციას, რომ დაგვებალანსებინა. ეს გამოცდილებაც რომ ნახეს, ესეც შეზღუდეს. ემიგრანტებზე, გასაგებია, იქ გავლენა არ შეუძლიათ და იქ საერთოდ ჩახსნეს. ფაქტობრივად, იმ გამოცდილების თვალსაზრისით, სადაც კი პატარა დისკომფორტი შეექმნათ, იმ ხვრელების ამოქოლვას ცდილობენ, რომ უფრო გაიადვილონ გაყალბების პროცესი, - ამბობს ტატო ქელბაქიანი.
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - ახალი წესები საარჩევნო უბანზე გადაღებისა და ფიქსირების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ამცირებს: ხმის ჩაწერა სრულად იკრძალება, ინტერვიუს ჩაწერა შენობაში საერთოდ აღარ იქნება შესაძლებელი, ხოლო მედია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში შეძლებს მუშაობას.
ამასთან, "ოცნების" წევრის კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, არჩილ გორდულაძის თქმით, ფოტო-ვიდეოგადაღება დაიშვება მხოლოდ იმ პირობებში, თუ ეს პროცესს არ შეუშლის ხელს და არ შეეხება საჯარო მონაცემებს.