პოლიციამ აქციაზე ერთი პირი დააკავა
პოლიციამ აქციაზე ერთი პირი დააკავა. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
TV პირველი დეტალებს ამ წუთებში ადგილზე არკვევს და ჩვენი კორესპოდენტი ჩართვისთვის ემზადება.
ცნობისთვის, მოქალაქეები მათე დევიძის მხარდასაჭერად მარშით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრნენ. პოლიცია მათ მიუთითებდა, რომ გზის სავალ ნაწილზე არ გადასულიყვნენ.
სინდისის პატიმარი, მათე დევიძე ერთი წლის წინ მელიქიშვილის გამზირზე დააკავეს.