მათე დევიძის მხარდასაჭერი მარშის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ
სინდისის პატიმრის, მათე დევიძის მხარდასაჭერი მარშის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პოლიციამ აქციის დაახლოებით 15 მონაწილე დააკავა.
პროტესტანტებმა მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყეს, შემდეგ მელიქიშვილზე გაჩერდნენ, სადაც ერთი წლის წინ 21 წლის მუსიკოსი დააკავეს.
- მელიქიშვილის გამზირზე პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და მთარგმნელი, ქეთევან ხუსკივაძე დააკავა.
- მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს დავით გუნაშვილი.
- ხოლო მარშის მონაწილეების უდიდესი ნაწილი პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე აიყვანეს.
პოლიციამ დღეს 15-მდე ადამიანი დააკავა (დაკავებულთა სავარაუდო სია)
[ფოტო: ipn.ge]