მიისაკუთრეს 50 000-მდე აშშ დოლარი - შსს-მ თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

20.11.25 10:49
მიისაკუთრეს 50 000-მდე აშშ დოლარი - შსს-მ თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შსს-მ დიდი ოდენობით, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულებმა 1996 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს, რომელიც ავტომობილის შეძენით იყო დაინტერესებული, მანქანის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანაში დახმარების სანაცვლოდ, მოტყუებით, თაღლითურად გამოართვეს და მიისაკუთრეს 50 000-მდე აშშ დოლარი.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ა.ფ. და  1995 წელს  დაბადებული რ.გ.  დიდი ოდენობით, ჯგუფურად ჩადენილი  თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. 

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულებმა 1996 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს, რომელიც ავტომობილის შეძენით იყო დაინტერესებული, მანქანის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანაში დახმარების სანაცვლოდ, მოტყუებით, თაღლითურად გამოართვეს და მიისაკუთრეს დიდი ოდენობით თანხა, ჯამში - 50 000-მდე აშშ დოლარის ოდენობით.  

პოლიციამ ა.ფ. და რ.გ. ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის   მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს," - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები