შიმშილობის 24-ე დღე რუსთაველზე - როგორია მოშიმშილეების მდგომარეობა

20.11.25 12:06
შიმშილობის 24-ე დღე რუსთაველზე - როგორია მოშიმშილეების მდგომარეობა

ცხრა მოშიმშილე და ცხრა კარავი  რუსთაველის გამზირზე. დღეს ზუსტად 24-ე დღე შესრულდა მას შემდეგ, რაც  პარლამენტთან მოქალაქეებმა შიმშილობა გამოაცხადეს. უწყვეტი წინააღმდეგობის მონაწილეები იქამდე აპირებენ  პროტესტის უკიდურესი ფორმის მიმართვას, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება: ჩაინიშნოს ქვეყანაში ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის და პოლიტიკური პატიმრები.

მოშიმშილეები ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ხელისუფლებასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი ილუზია არ გავაქვს. ვხედავთ, როგორ რეაგირებს ის ხალხის პროტესტზე. არა მარტო ძალადობით, არამედ იღებს ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლითაც ქვეყანას მომავალს აკარგვინებს. სახელმწიფოს სრული იზოლაციისკან წაყვანაა დღეს მათი თვითმიზანი, რადგან ამაში ხედავენ ძალაუფლების შენარჩუნებას. სწორედ ეს პროცესი გვავალდებულებს ვიყოთ აქტიურები და რაც შეიძლება მკვეთრი ჩვენს ოროტესტში. მოშიმშილეებმა ტველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი პროტესტი გახდეს ამ საერთო  პროტესტის ნაწილი"- აღნიშნა გედევან ფოფხაძემ. 

მსგავსი სიახლეები