"მორიგი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე" - კლუნების ფონდი მზია ამაღლობელზე

20.11.25 12:40
"მორიგი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე" - კლუნების ფონდი მზია ამაღლობელზე

უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც ჟურნალისტი პატიმრობაში დატოვა. 

განცხადების მიხედვით, TrialWatch-ი აღნიშნულ საქმეზე ანგარიშს მოამზადებს, რომელიც შეაფასებს საქმეს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების შესაბამისად.

გუშინდელი გადაწყვეტილება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენის და 2-წლიანი პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ, მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე და შემაშფოთებელი ნიშანია.

სანამ მისი საქმე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს, #TrialWatch უახლოეს კვირებში გამოაქვეყნებს ანგარიშს (Fairness Report), რომელიც შეაფასებს მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესის სამართლიანობას," - ნათქვამია განცხადებაში. 

TrialWatch-ი, რომელიც უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს 2025 წლის მარტიდან აკვირდება.

მსგავსი სიახლეები