სასამართლომ გელა ხასაია პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი, აქტივისტი გელა ხასაია პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.
პატიმრობაში დარჩა საქმეზე მეორე ბრალდებული ვასილ ქერდიყოშვილიც.
გელა ხასაიას საქმის პროკურორის განმარტებით, ბრალდებულების პირველი წარდგენიდან დღემდე არ ყოფილა გამოკვეთილი რაიმე ახალი გარემოება, რაც შეასუსტებდა, ან გაანეიტრალებდა ბრალდებულების მხრიდან მომდინარე საფრთხეებს.
პროკურორმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას არის თუ არა საქმეში ვიდეო-მტკიცებულება.
სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ ბრალდებულების პირველი წარდგენიდან დღემდე არ ყოფილა გამოკვეთილი რაიმე ახალი გარემოება, რაც შეასუსტებდა, ან გაანეიტრალებდა, გააქარწყლებდა ბრალდებულების მხრიდან მომდინარე საფრთხეებს, შესაბამისად ამ არგუმენტაციის გათვალისწინებით, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ორივე ბრალდებული.
საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს და შემდეგი პროცესიდან უკვე დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევა, ტკიცებულებებთან დაკავშირებით დეტალურად ვერ ვისაუბრებ," - განაცხადა პროკურორმა.
სამოქალაქო აქტივისტის ადვოკატის, ომარ (ჩე) ფურცელაძის განცხადებით, სასამართლომ "აბსტრაქტულ რისკებზე მითითებით" დაცვის მხარის შუამდგომლობა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დატოვა გელა ხასაია პატიმრობაში.
ყველანაირი წინაპირობა არსებობდა სამართლებრივი იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა პატიმრობა და გამოეყენებინა თუნდაც ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიება, როგორიც არის გირაო, თუმცა ამ ნაწილშიც, აბსტრაქტულ რისკებზე მითითებით სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დატოვა გელა ხასაია პატიმრობაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსალოდნელი სასჯელი, ეს სასამართლოს ცხადად ვაჩვენეთ და დავასაბუთეთ, რომ რეალურად სამედიცინო მდგომარეობა ე.წ. დაზრალებულის შეფასებული აქ პროკურატურას და არა სამხარაულის საექსპერტო ბიუროს.
ბუნებრივია, ჩვენ, მისი უფლებადამცველი ადვოკატები ამას შევასრულებთ ბოლომდე და ვეცდებით მაქსიმალურად, რომ მიუხედავად ძალების უთანასწორობისა, სხვა თუ არაფერი მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების უსამართლობა მაინც ვაჩვენოთ და ვაჩვენოთ მინიმუმ საზოგადოებას მაინც," - ამბობს ომარ ფურცელაძე.
ცნობისთვის, გელა ხასაიას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აქტივისტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და მას ახლა ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება.