მამა დოროთეს პასუხი პროპაგანდას: დღეს მოდით რუსთაველზე და ერთად ვილოცოთ
"დღეს მოდით რუსთაველზე და ერთად ვილოცოთ" - ასეთი პასუხობს მამა დოროთე პროპაგანდას, რომელიც ამბობს, რომ სასულიერო პირი პროტესტში მონაწილე ხალხზე არ ლოცულობს.
არქიმანდრიტი ამბობს, რომ აღნიშნული პროპაგანდა იმისთვის მოიგონა ზოგიერთმა მღბდელმსახურმა და სამთავრობო ტელევიზიებმა, რომ ხალხი აცდუნონ.
პროპაგანდისტი მღვდლები და ტელევიზიები ჩემზე ამბობენ, თურმე არ ვლოცულობ, თქვენზე, პროტესტში მონაწილე ხალხზე რომ არ ხართ მორწმუნე და ხართ ეკლესიის მტრები და ამით ხალხს აცთუნებენ. მე მინდა ყველა თქვენთაგანს მოგიწოდოთ, დღეს 8-რვა საათზე გამოხვიდეთ რუსთაველზე და ერთად ვილოცოთ ჩვენი ერისთვის , გავაგონოთ უფალს ჩვენი ხმა , რომ მოხედოს ჩვენს ქვეყანას და აღგავოს მიწის პირიდან ჩვენი ქვეყნის მტრები. ყური უფლისა მართალთა ზედა, მართალ ხალხს უსმენს უფალი და არ დააყოვნებს ჩვენი ერის ხსნას.
გელოდებით რუსთაველის გამზირზე ყოველ ხუთშაბათს 8 საათზე.
ბოლომდე- გამარჯვებამდე", - წერს სოციალურ ქსელში მამა დოროთე.