სასამართლომ ბაჩო კუცია 5 დღით პატიმრობაში გაუშვა
სასამართლომ ბაჩო კუცია გზის გადაკეტვაში დამნაშავედ ცნო და 5 დღით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.
ბაჩო კუცია სასამართლო პროცესს არ დასწრებია, სხდომის მიმდინარეობის დროს სამოქალაქო აქტივისტი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
- მან ადგილზე სისხლის სამართლის კოდექსი დაწვა.
აქტივისტმა 112-ში თვითონ დარეკა. ის პოლიციას დასაკავებლად სასამართლოსთან ელოდება.
მომისაჯეს ადმინისტრაციული პატიმრობა იზოლატორში და უნდა გადამიყვანონ და თუ შეიძლება, რომ მომაკითხოს პატრულმა გადასაყვანად. ადრე შევალ ადრე გამოვალ," - უთხრა აქტივისტმა 112-ის ოპერატორს.