ხობში, თევზაობისას 50 წლამდე კაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა
ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში 50 წლამდე კაცი გარდაიცვალა - როგორც ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, კაცი მდინარე ცივში თევზაობდა, როცა დენმა დაარტყა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ანკესი მაღალი ძაბვის სადენს გამოედო. კაცი ადგილზე დაიღუპა.