“წარმატებული ქართველების ბულინგის მცდელობა“- რას ამბობენ “ოცნებაში“ ურსას ჩაშლილ კონცერტზე

20.11.25 18:35
“წარმატებული ქართველების ბულინგის მცდელობა“- რას ამბობენ “ოცნებაში“ ურსას ჩაშლილ კონცერტზე

ჩაშლილი კონცერტი გერმანიაში  - ჯგუფი “ურსა“ ამ დრომდე დუმს, სამაგიეროდ, მათი დაცვა “ოცნებაში“ უკვე დაიწყეს.

“წარმატებული ქართველების ბულინგის მცდელობა“- ასე შეაფასა ჩაშლილი კონცერტი ლევან მახაშვილმა.

მახაშვილის მტკიცებით, ეს არის მცდელობა იმის, როგორ ცდილობენ წარმატებული ადამიანების შევიწროვებას.

ღიმილისმომგვრელია ყველა ის მცდელობა, როგორ ცდილობენ წარმატებული ადამიანების ბულინგს თუ მათ შევიწროვებას სხვადასხვა ფორმით. და ეს როდის? მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ საკუთარი პარტიის ლიდერები პუტინს კრემლში უმღეროდნენ და დღემდე ზოგიერთი მათაგნი არ ამბობს უარს ამაზე, - განაცხადა მახაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთობას" განცხადებით, გერმანიაში დაგეგმილი ჯგუფ "ურსას" კონცერტი, რომელშიც "ოცნების" მხარდამჭერი მუსიკოსები მონაწილეობდნენ, ქართველი ემიგრანტების გაძლიერებული პროტესტის გამო გაუქმდა. 

განცხადების მიხედვით, ემიგრანტები აცხადებენ, რომ აღნიშნული პრეცედენტი, საფუძვლად დაედება ემიგრანტთა მიერ ღირსების, საარჩევნო და სხვა კანონიერი უფლებების დაცვას ქართულ დიასპორებში. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ემიგრანტებმა ორგანიზატორებს ღონისძიების ჩატარებაში ხელი შეუშალეს, რის შედეგადაც კონცერტი საბოლოოდ გაუქმდა.

მსგავსი სიახლეები