ძალადობა 21 წლის ქალზე - დაკავებულ ქმარს და მამამთილს ბრალი წარედგინათ
ძალადობა 21 წლის ქალზე - დაკავებულ ქმარს და მამამთილს ბრალი წარედგინათ. ორივე დაკავებულს ბრალი სისტემატური ცემის და სხვაგვარი ძალადობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სამ წლამდე პატიმრობით ისჯება.
- 126 ის პრიმა სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117ე ან 118ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
თამარ ბულია ირწმუნება, რომ მისმა ქმარმა და მეუღლის მამამ, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემეს.
ახალგაზრდა ქალს დაზიანებების კვალი ეტყობა. ქალი ამბობს, რომ ქმრის ოჯახმა თბილისიდან ზუგდიდში მოტყუებით ჩაიყვანა და შვილის წართმევით ემუქრებოდნენ.