დახარვეზებიდან რამდენიმე საათში რეესტრმა Eagle Hills-ის დოკუმენტებში ცვლილებები დაარეგისტრირა
დახარვეზებიდან რამდენიმე საათში, საჯარო რეესტრმა არაბულ კომპანიას „იგლ ჰილს საქართველოს“ დოკუმენტებში ცვლილები დაურეგისტრირა.
თავდაპირველად კომპანიას უარი რამდენიმე ტექნიკური ხარვეზის გამო უთხრეს.
რეესტრის მონაცემებით, კომპანიამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად დოკუმენტები 14:29 საათზე დაარეგისტრირა, დადებითი პასუხი კი დაახლოებით სამ საათში, 17:44 საათზე მიიღეს.
დღეს წარდგენილი განახლებული სადამფუძნებლო შეთანხმებით, კომპანიის კაპიტალის სტრუქტურა ასეთი იქნება:
- ნებადართული წილები: საზოგადოებას აქვს 1 000 ცალი ნებადართული B კლასის წილი 8 კლასის ერთი წილის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1 ლარს;
- ნებადართული კაპიტალი: 11 000 ლარი;
- წილების კლასები: საზოგადოებას აქვს განთავსებული A კლასის და ნებადართული B კლასის წილები. A კლასის ერთი წილის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1 ლარს. B კლასის ერთი წილის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1 ლარს. საზოგადოებას აქვს 10 000 ცალი განთავსებული A კლასის წილი საზოგადოებას B კლასის წილები არ განუთავსებია.
- განთავსებული კაპიტალი: საზოგადოების განთავსებული კაპიტალი შეადგენს 10 000 ლარს.
- ჯერჯერობით უცნობია დააკმაყოფილებს თუ არა აღნიშნული სახით საჯარო რეესტრი კომპანიის მიერ მოდიფიცირებულ კაპიტალის მაჩვენებლებს.
შეგახსენებთ, რომ „Eagle Hills Georgia“-ს ოფისი და შოურუმი კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. გახსნა 21 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მინისტრებმა საზეიმოდ აღნიშნეს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომპანია საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. მისი გეგმებით, თბილისში 600 ჰექტარზე ახალი „მწვანე ქალაქი“, ხოლო ბათუმში 250 ჰექტარზე „პრემიუმ კლასის ტურისტული კურორტი“ აშენდება