ჩაშლილი კონცერტი გერმანიაში - ემიგრანტების უარი "ოცნების" მხარდამჭერ მომღერლებს
ჩაშლილი კონცერტი გერმანიაში - "ურსა" 22 ოქტომბერს ნიდერკასელში აღარ იმღერებს. კონცერტის გაუქმების მიზეზი სავარაუდოდ ემიგრანტების პროტესტია. გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ქართულ ოცნების საარჩევნო კამპანიაშ ჩართული ჯგუფის გერმანულ გასტროლებს აპროტესტებდნენ. ემიგრანტები ფიქრობენ, რომ იმ პარტიის მხარდამჭერ მომღერლებს, ვინც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაბლოკა და ქვეყნაში რეპრესიებს ატარებს, ევროპაში არაფერი ესაქმება.
გერმანიაში "ურსას" კონცერტის ორგანიზატორი ქართული რესტორანი პეპელა იყო. ისინი ქირაობდნენ საკონცერტო დარბაზს და ღონისძიებასაც არეკლამებდნენ. როგორც კი ემიგრანტებმა მათ ურსას კონცერტის გაუქმება სთხოვეს, საქმეში არაფორმალური დაჯფუგების წევრები ჩაერთნენ. ემიგრანტების თქმით, შეხვედრაზე მისულ მოქალაქეებს დაემუქრნენ, რის გამოც "ურსას" კონცერტის პარალელურად საპროტესტო აქცია დაორგანიზდა. ხალხი ფიქრობს, რომ ჯგუფს, რომელსაც ერთი წლის წინ ქუჩაში ადამიანების წამებაზე ხმა არ ამოუღია, ევროპული გასტორელები მორალური უფლება არ აქვს.
ემიგრანტებმა საპროტესტო აქციის მოსაწყობად განცხადება პოლიციის განყოფილეაბში შეიტანეს. პასუხმაც არ დააყოვნა. გერმანელ სამართალდამცველებს დაახლოებით 24 საათი დასჭირდათ იმის სათქმელად რომ კონცერტი, რომელსაც პროტესტი მოჰყვა გაუქმებულია.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.