უარიდან ნებართვამდე - რა დაუხარვეზა რეესტრმა Eagle Hills-ს?

20.11.25 20:36
უარიდან ნებართვამდე - რა დაუხარვეზა რეესტრმა Eagle Hills-ს?

უარიდან რამდენიმე საათში არაბული კომპანიის დოკუმენტები იუსტიციის სამინისტრომ დაარეგისტრირა - "ოცნებასთან" დადებული გარიგება კი მკაცრად არის გასაიდუმლოებული. ერთადერთი რაც ცნობილია - 850 ჰექტარის მიწის სანაცვლოდ ქართული მხარე 33 პროცენტიანი წილის მფლობელი იქნება, თუმცა რა პირობებით ჯერ უცნობია. 

ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კითხვები ბევრია. არაბულ კომპანიასთან თუ შეთანხმება დაირღვევა, რა ბედი ელოდება კრწანისის და გონიოს მიწებს და საბანკო სესხის აღების შემთხვევაში,  ჩაიდება თუ არა ეს მიწები ბანკში.

ოპოზიციაში ეჭვი აქვთ, რომ კომპანიის  დოკუმენტების დახარვეზებაც მხოლოდ ფორმალობა იყო  და ეს პროცესიც მხლოლოდ ოცნების პროპაგანდის ნაწილია.

დახარვეზებული დოკუმენტების მიხედვით, კომპანია ითხოვდა წესდების, იურიდიული მისამართისა და კაპიტალის რაოდენობის ცვლილებას - თუმცა შევსებული დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, ამიტომ ცვლილებები იუსტიციის სამინისტროიმ ამის ნებართვაზე უარი თქვა. 

დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები