“პროფესია პოლიციელი“ - რა შეფასებები მოჰყვა შსს-ს მიერ სკოლებში დაანონსებულ ახალ პროექტს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარო სკოლებში ახალ პროექტს - „პროფესია პოლიციელს“ იწყებს.
უწყების ცნობით, მათი მიზანი ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაციაა.
გელაძის თქმით, კამპანია „ხელს შეუწყობს, ახალგაზრდებსა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას“.
უწყვეტი პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ამ ინიციატივაში სულ სხვა განზრახვაა, ახლა დისკრედიტირებულია ეს ორგანო, პოლიციელებისადმი ნდობა აღარ არის და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა “ოცნებამ“ პროპაგანდისტული გზავნილები თავს სკოლის მოსწავლეებსაც მოახვიოს.
ვუყურებთ პოლიციელებს, ძირითადად ახალგაზრდები არიან, რაღაც რეკრუტირება ხდება გარკვეული ახალგაზრდების და ძალიან მძიმე მდგომარეობის მაჩვენებელია ამ შემთხვევაში ამ ე.წ. ხელისუფლების. ჯერჯერობით, არაფერი გაუცნობიერებიათ და ვერ ც ხვდებიან, რას აკეთებენ და აკეთებინებენ. ძალიან მძიმე შედარება უნდა გავაკეთო და ბოდიშს ვიხდი, მახსენდება ჰიტლერის ბოლო დღეები, როდესაც მან 14-15 წლის ბავშვები გამოიყვანა დაცვის სამსახურში, ბერლინში, როდესაც კარგავდა პოზიციებს და მერე ბუნკერში ჩაიკეტა. ეს არის მათი მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთი გამოხატულება, რადგან არაპოპულაურლია საშინლად დღევანდელი ძალოვანების ეს ფრთა- პოლიცია. რა დონეზე დაიყვანა პატრული, - ამბობს გია ბუღაძე.
შსს-ს ინფორმაციით, კამპანია „პროფესია პოლიციელი“ 21 ნოემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე, 4000-მდე სკოლის მოსწავლეს საშუალება ექნება ეწვიოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს, ადგილზე გაეცნოს ინფრასტრუქტურასა და დანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის სპეციფიკას და ჩაერთოს სიმულაციურ აქტივობებში.