"ძაძამია ერთ-ერთი იქნება “ოცნებაში“, ვინც ფული ვერ გააკეთა და მიაგდეს" - აქტივისტების პირველი შეფასებები

20.11.25 20:32
"ძაძამია ერთ-ერთი იქნება “ოცნებაში“, ვინც ფული ვერ გააკეთა და მიაგდეს" - აქტივისტების პირველი შეფასებები

"ძაძამია ერთ-ერთი იქნება “ოცნებაში“, ვინც ფული ვერ გააკეთა და მიაგდეს" - ასეთია აქტივისტების პირველი შეფასება აქციიდან "ქართული ოცნების" სიაში მოხვედრილ 20 წლის ახალგაზრდაზე, რომელიც, "პირველების" ინფორმაციით, საკრებულოდან გაუშვეს. 

  • "პირველებმა" მოიპოვა განცხადება, რომელიც ძაძამიამ დაწერა. ის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.

აქტივისტები ამბიობენ, რომ "ძაძამიანსნაირ მოღალატეს ისტორია საკუთარ ადგილს უჩენს და სანაგვეზე ისვრის". 

ძაძამია ერთ-ერთი მათგანი იქნება “ქართულ ოცნებაში“, ვინც ფული ვერ გააკეთა და მიაგდეს, ამ ადამიანს თავიდანვე უნდა გაეაზრებინა, რაზე აწერდა ხელს. ტიპიური მოღალატე, რომელმაც პირველმა დაიძახა, რომ ერეკლეს მეზარბაზნეები არ ჰყავსო. ასეთი ხალხი საქართველოს ისტორიაში ბევრი იყო, მაგრამ ისტორია ყოველთვის უჩენდა  თავის ადგილს, რომელსაც ისტორიის სანაგვე ჰქვია. მსახურებაში ყოფნა არჩია ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, მონობა ამჯობინა ამ ყველაფერს, მონებს კი ყოველთვის ასე ექცევიან. “ოცნებამ“ ეს ადამიანები მაგიდის ტილოდ გამოიყენა, შემდეგ კი გადააგდო, - ამბობს აქტივისტი.

ლუკა ძაძამიასნაირაირი ადამიანის ცხოვრება ყოველდღიურად შეიცვლება, კიდევ უფრო უარესობისკენ, ლუკა ძაძამიას კი არა, ირაკლი ღარიბაშვილის ცხოვრება შეიცვალა და კარმა ისე მოუტრიალდა, უყურებთ რა დღეშიცაა, პარკინგზე მანქანასაც აღარ აჩერებინებენ, ჯარიმებს უწერენ. ძაძამია კი არა ყოფილი პრემიერებისთვის დასრულება ქართული ოცნების თამაში ძალიან ცუდად და ტრაგიკულად, ძაძამია კი გამონაკლისი არ იქნება -ლუკა ჭოხონელიძე

მოტყუებულები, უსამშობლოები, თვითონ გვეძახდა ამას, რამდენიმე თვის წინ კი ჩვენს გვერდით იდგა.  ის თუ “ოცნებას “ მხარს უჭერდა, თუ სჯერა, რომ “ოცნება“ საქართველოს გადაარჩენს, მაშინ რაღატო წამოვიდა და რატო არ დარჩა იქ. ღირსება გარეცხილი ბავშვია ძაძამია, გვერდზე გვედგა, გვიღალატა, ჩვენ მტერთან, “ქართულ ოცნებასთან“ მივიდა, იმათაც უღალატა, შემდეგ რას იზამს, არ ვიცი. ასეთი ადამიანები არიან ქოცები, - ამბობს დათა ქაშიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ძაძამია 2023 -2024 წლების აქციების აქტიური მონაწილე იყო, შემდეგ კი უეცარად "ქართული ოცნების" სიაში მოხვდა. 

მსგავსი სიახლეები