უწყვეტი პროტესტის 357-ე დღე - ბოლო ცნობები რუსთაველის გამზირიდან
უწყვეტი პროტესტის 357-ე დღე - გუშინდელ დაკავებების შემდეგ დღეს ქუჩაში უამრავი ადამიანი გავიდა.
რუსთაველის გამზირზე სამართადლამცველები არიან მობილიზებულები და პროტესტის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.
ცოტა ხნის წინ ადგილზე პარაკლისი აღავლინა მამა დოროთე ყურაშვილმა და აქციის მონაწილეებთან ერთად ილოცა.
რამდენიმე წუთში დაიწყება მარში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიმართულებით დაიწყებენ მომიტინგეები მსვლელობას.
ცნობისთვის, გუშინ, მათე დევიძის მხარდასაჭერი აქციის დროს შსს-მ 13 პირი დააკავა.