დოლიძე რობაქიძის საქმეზე: მოხდა გარიგება ივანიშვილსა და მურუსიძის კლანს შორის და შესაძლოა, გარკვეული პაქტია დადებული ადეიშვილთან
პარტია “ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე ამბობს, რომ “ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველს არ უსმენს და ეს კარგად გამოჩნდა, ბუტა რობაქიძის საქმეზე, როდესაც მხოლოდ “ირაკლი ოქრუაშვილი გასამართლდა, ხოლო ამ ყველაფრის არქიტექტორი, ზურაბ ადეიშვილი გამართლდა“.
დოლიძე ვარაუდობს, რომ “თავიდანვე მოხდა გარიგება და შერიგება ბიძინა ივანიშვილსა და მურუსიძის კლანს შორის, გარკვეული პაქტი შეიძლება არის დადებული ზურაბ ადეიშვილთან.“
თუ “ოცნება“ კიდევ უსმენს თავის ამომრჩეველს, რატომ არ გაასამართლა ადეიშვილი ბუტა რობაქიძის საქმეში. ეს ხომ შავი ძაფებით შეკერილი თეთრი საქაღალდეა. ერთ ადამიანს მიუსაჯა მხოლოდ და ზურაბ ადეიშვილს, რომელიც ამ ყველაფრის არქიტექტორი იყო, მის პასუხისმგებლობაზე, მათი ერთ-ერთი მთავარი მებრძოლის, ია მეტრეველის უკმაყოფილების მიუხედავად, არაფერი არ გააკეთეს.
თავიდანვე მოხდა გარიგება და შერიგება ბიძინა ივანიშვილსა და მურუსიძის კლანს შორის, გარკვეული პაქტი შეიძლება არის დადებული ზურაბ ადეიშვილთან,- თქვა დოლიძემ.
დამაზუსტებელ კითხვაზე, საუბრობს თუ არა პოლიტიკოსი ივანიშვილ-ადეიშვილის სავარაუდო გარიგებაზე, ანა დოლიძე ასე პასუხობს:
ამას დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ შეგვიძლია დავსვათ კითხვები - როგორ ვერ მოხერხდა ზურაბ ადეიშვილის გადმოცემა - წულუკიანმა უნდა გასცეს ამაზე პასუხი. მთელ საქმეში ბრალდებულების ერთობლიობა, იქიდან აჰყავთ ერთი, მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილს აგებინებენ პასუხის და სხვას არაფერი,- თქვა დოლიძემ.