რა ხდება კახა კალაძის უწყებაში?

21.11.25 11:36
რა ხდება კახა კალაძის უწყებაში?

ბოლო ერთ კვირაში ზედიზედ ორი კორუფციული სკანდალი თბილისის მერიაში - რა ხდება კალაძის უწყებაში? 

გუშინ დაკავებული „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი, რომელიც გარემოვაჭრეებისგან ქრთამს იღებდა, ბრალის წარდგენას ელოდება,  რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა ასევე, რომ საჯარო მოხელემ ქრთამის სანაცვლოდ საფლავები გაყიდა.

ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფრომაცია, რომლსი მიხედვითაც მერიის სპეციალისტი გარემოვაჭრეებს ქრთამს ართმევდა, რომ წართმეული ნივთები დაებრუნებინა.

გარემოვაჭრეები "პირველებთან" აღნიშნულ ინფორმაციას კატეგირულად უარყოფენ, ამბობენ, რომ ქრთამი მათთვის არავის მოუთხოვია. 

"ტვ პირველმა" მერიის თანამშრომლების დაკავებაზე დღეს კითვები დაუსვა კახა კალაძესაც, ჰკითხა, ხომ არ დაინტერესებულა საგამოძიებო უწყება მისი უწყების სხვა თანამშრომლებითაც.კითხვებზე საპასუხოდ, თბილისის მერი ლანღვაძე გადავიდა. 

ჩემი დამოკიდებულება იცით, კორუფციასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, შესაბამისად, პრევენციული ღონისძიების გატარება არის პრინციპულად მნიშვნელობა. არავის ეპატიება დანაშაული და კანონსაწინააღმდეგო ქმედება.  

უსირცხვილოდ მთელი ამ წლების განმავლობაში, მიზანმიმართულად ახორციელებთ შეურაცხყოფას ჩემს წინააღმდეგ, მთელი კამპანიები გქონდათ. ყველა სიბინძურე იკადრეთ და ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეთ. ერთი ფაქტი ხომ შეგეძლოთ რომ წარმოგედგინათ მტკიცებულების სახით, რომ ან მე, ან ჩემი რომელიმე კონკრეტული თანამშრომელი არის დანაშაულში მხილებული. მთელი ამ ხნის განმავლობაშ იკვებებოდით, გაძლევდნენ ინფორმაციებს, ისევ შეიძლება ჩვენი გუნდიდანაც.

"პირველებმა" კალაძეს კითხვები დაუსვა მისი ყოფილი თანაგუნდელის და მეგობრის, ირაკლი ხმალაძის შესახებაც და ჰკითხა ხომ არ დაინტერესებულა მისით გამოძიება, რაზეც თბილისის მერმა თქვა, რომ ხმალაძეთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. 

ხმალაძესთან თუ ჰქონდათ კითვები, მე არ მაქვს ამასთან დაკაშირებით არანაირი ინფორმაცია", - თქვა კალაძემ. 

 

 

მსგავსი სიახლეები