მამამთილმა რძალზე არასრულწლოვანის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა, ძალადობას ადგილი ჰქონდა ქმრის მხრიდანაც - ახალი დეტალები

21.11.25 12:10
მამამთილმა რძალზე არასრულწლოვანის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა, ძალადობას ადგილი ჰქონდა ქმრის მხრიდანაც - ახალი დეტალები

21 წლის ქალზე ძალადობა ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულის ქმარს დათა პაპავას და მამამთილს, კობა პაპავას ბრალდება  ოჯახში ჩადენილი ძალადობის და მუქარის ფაქტზე წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. ზუგდიდში ბრალდებულმა მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა და ასევე, სხვადასხვა დროს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაზეც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მეორე ბრალდებულმა კი არასრულწლოვანის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა რძალზე, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

დაკავებულებს, რომელიც დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა, 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 19 ნოემბერს დააკავეს. დაზარალებულის მეუღლეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, სამი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირს (მამამთილს) ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ასევე, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები